"ინტერის" თავდამსხმელმა დიეგო მილიტომ, რომელმაც "ლილთან" მატჩში უგოლო სერიას წერტილი დაუსვა, განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში ტიტულის მოგების იმედი ჯერ კიდევ აქვს.
"ვფიქრობ, "კალიარისთან" შეხვედრის შემდეგ ჩვენი შედეგები გაუმჯობესდება. გადარჩენისთვის ბრძოლა? ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა! ეს იტალიის ჩემპიონატსაც ეხება", - თქვა არგენტინელმა.
ამ დროისთვის "ინტერი" იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-17-ე ადგილზე იმყოფება.
|