გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დიეგო მილიტო მილანის "ინტერს” დატოვებს. "ნერიაძურის” ხელმძღვანელობა აქტიურად ეძებს არგენტინელი ფორვარდის შემცვლელეს და თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, მილანელებმა "რომას” თავდამსხმელს მარკო ბორიელოს დაადგეს თვალი.
ევროპული პრესის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენი” მზადაა მილიტოს სანაცვლოდ "ინტერს” 6 მლნ. ევრო გადაუხადოს. ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, მილანური კლუბი იძულებული გახდება შეტევითი ხაზი ახალი ფეხბურთელით გააძლიეროს.
შეგახსენებთ, რომ ბორიელო "რომაში” "მილანიდან” გადავიდა. ამის მიუხედავად, 29-წლის ფორვარდის "შავ-ლურჯებში” გადასვლა პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.
|