იუვენტუსის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლუჩანო მოჯიმ, რომელმაც ეს საპატიო პოსტი 2006 წლის კალჩოპოლოს სკანდალის შემდეგ დატოვა, ბიანკონერის სატრანსფერო პოლიტიკას აბსურდული უწოდა. კერძოდ, მოჯი იუვეს ხელმძღვანელობის მიერ მარკო მარკიონის და კრისტიანო ძანეტის ფიორენტინაში გაშვებამ გააღიზიანა.
მარკიონი და ძანეტი ფლორენციაში კაპიკების ფასად წავიდნენ, შედარებისთვის, ფიორენტინამ ფილიპე მელოში 25 მლნ ევრო მოითხოვა და მიიღო კიდეც. მელო ჩამშლელი ნახევარმცველია, ყველას მისი იმედი აქვს, მაგრამ გადავხედოთ კარიერას, არცერთი ტიტული ანგარიშზე და არც ისე დიდი სათამაშო გამოცდილება არა თუ იტალიაში, არამედ სამშობლოშიც კი. მითხარით, სად არის აქ ლოგიკა? ეს ხომ უბრალოდ აბსურდია, – ამბობს მოჯი.
|