მორატი და ტოჰირი
იტალიური მედიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში "ინტერის” პრეზიდენტი მასიმო მორატო კლუბის აქციების 40 პროცენტის გაყიდვის თაობაზე გამოაცხადებს.
აქციებს ინდონეზიელი ბიზნესმენი ერიკ ტოჰირი ყიდულობს. სოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი კლუბში 500 მილიონი ევროს ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. "კორიერე დელო სპორტის” ცნობით, ამ დროისათვის გარიგების უკანასკნელი დეტალები გვარდება.
|