მილანის "ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ კლუბის სავარაუდო ტრანსფერებზე ისაუბრა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შესაძლოა ტიაგო მოტა "პარი სენ-ჟერმენში” გადაბარგდეს, "ნერაძური” კი "სან-პაულუს” 19-წლის ტალანტ ლუკასის ტრანსფერზე მუშაობს.
"მოტა უნიკალური ფეხბურთელია, ის გუნდში ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოტა არ იყიდება, თუმცა სატრანსფერო ბაზარს თავისებურებები ახასიათებს. ვიმედოვნებ, რომ ის არ დაგვტოვებს”, – საუბრობს მორატი.
"გადავდგით თუ არა ლუკასისკენ პირველი ნაბიჯი? არ ვიცი, "სან-პაულუს” ხელმძღვანელობასთან ჯერ კიდევ არ მილაპარაკია. ლუკასი ნიჭიერი ფეხბურთელია”, – დაამატა მილანური კლუბის პრეზიდენტმა.
|