"ჩეზენას” დამარცხებით მილანის "ინტერმა” ზედიზედ მესამე გამარჯვება მიითვალა.
"ნელ-ნელა აზრზე მოვდივართ. ეს კარგია, – საუბრობს "ნერიაძურის” პრეზიდენტი მასიმო მორატი. – რანიერის უფრო სწრაფი ფეხბურთელები სჭირდება? ვნახოთ… ჩემი აზრით, ასეთი ფორმაციის შემადგენლობაში ნებისმიერი ტიპის მოთამაშის პოვნა შეგიძლიათ. ვიცი, რომ მთავარ მწვრთნელს თავისი ჩანაფიქრი აქვს. ასე რომ, რანიერის მოთხოვნები უნდა დავაკმაყოფილოთ”.
"ინტერს” მორიგი მატჩი 21 დეკემბერს შინ, "ლეჩეს” წინააღმდეგ ელის.
|