ჯერ კიდევ აქამდე მასიმო მორატი ცდილობდა, რომ კარლოს ტევესის ტრანსფერის საკითხი ინტერის დღის წესრიგში საბოლოოდ დამდგარიყო, თუმცა ახლა გავრცელდა ინფორმაცია, რის მიხედვითაც "შავ–ლურჯების” პრეზიდენტი დამარცხებას აღიარებს. რამდენიმე დღის წინ ადრიანო გალიანიმ დაადასტურა ინფორმაცია, რომ კარლოს ტევესთან პირადი შეთანხმება უკვე მიღწეული იყო და მხოლოდ სიტისთან იყო დარჩენილი მცირე დეტალების შეთანხმება. მილანს არგენტინელის ყიდვა არენდის წესით ზაფხულის დასაწყისამდე სურდა, შემდეგში შესაძლო სრული შესყიდვის წინაპირობით.
ამაში მორატი და ინტერი ჩაერია და 25 მილიონი ევრო შესთავაზა სიტის ტევესის სანაცვლოდ. თუმცა ბოლო ინტერვიუსაც სადაც BBC-ის ჟურნალისტებმა მასიმო მორატის ტევესთან დაკავშირებით ჰკითხეს, მან უპასუხა:
"ვიყიდით თუ არა ტევესს? არ ვიცი…”
ამის შემდეგ ჟურნალისტებმა მილანთან დაკავშირებით ჰკითხეს, აპირებდა თუ არა ტევესი იქ გადასვლას. მორატიმ შემდეგნაირად უპასუხა:
"მე ვფიქრობ, რომ ტევესი ასე მოიქცევა.”
შეგახსენებთ, რომ მილანს თავდამსხმის ხაზში ნამდვილად სჭირდება ახალი ფეხბურთელები. ანტონიო კასანო სეზონის ბოლომდე გუნდს ვერ დაეხმარება, ხოლო ალესანდრო პატოს ტრანსფერთან დაკავშირებით პსჟ აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს.
|