"ინტერის" პრეზიდენტი მასიმო მორატი გუნდის გაძლიერებას ცდილობს.
ტექნიკურმა დირექტორმა მარკო ბრანკამ ბოსს გერმანიის ნაკრების ორი ფეხბურთელი წარუდგინა. მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი სამი ხედირა და "ბაიერნის" მოთამაშე ბასტიან შვაინშტაიგერი.
შვაინშტაიგერს დიდი ხანია კლიმატის და ჩემპიონატის შეცვლა სურს. ბასტიანის შესაძენად "ნერაძურის" ჯიბეზე ხელის გაკვრა დასჭირდება, რადგან მისი გადაბირება "ჩელსისაც" სურს.