მილანის "ინტერის” პრეზიდენტი მასიმო მორატი იმედოვნებს, რომ გუნდის ნახევარმცველი უესლი სნეიდერი მოედანს მალე დაუბრუნდება.
მორატის სნეიდერის ტრავმა მეტად ანაღვლებს. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელს 19 ნოემბრის შემდეგ ფეხის ტრავმის გამო არ უთამაშია.
"უესლი ჯერ კიდევ გრნობს ტკივილს ფეხში. მისი ტრავმა მადარდებს. მისი მოედანზე დაბრუნების პერიოდი ახლოვდება, თუმცა ჯერ კიდევ ვდარდობ იმის გამო, რომ მას ჩვენი დახმარება არ შეუძლია” – აღნიშნა მორატიმ.
|