მილანის "ინტერის” ნახევარმცველის, ტიაგო მოტას აგენტმა განაცხადა, რომ მის კლიენტს გუნდში დარჩენა უნდა, თუმცა, ახალი კონტრაქტის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობისგან ჯერ არანაირი წინადადება არ მიუღია. "ჯერჯერობით, კლუბის ხელმძღვანელობიდან არავინ დაგვკავშირებია. მოტას დარჩენა სურს, თუმცა, რაიმე ნიშნები იმისა, რომ "ინტერს” კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა, ჯერჯერობით, არ შეინიშნება” - თქვა ფეხბურთელის წარმომადგენელმა Sportitalia-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის მოტას კონტრაქტს ვადა 2013 წლის ზაფხულში ეწურება. ის "ინტერში” 2009 წლიდან თამაშობს და 69 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.
|