მილანის "ინტერის” მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი დარწმუნებულია, რომ 29 წლის ნახევარმცველი ტიაგო მოტა იანვრის სატრანსფერო პერიოდში გუნდს არ დატოვებს. Goal-ის ინფორმაციით, იტალიელი ფეხბურთელის შეძენით ფრანგული პსჟ არის დაინტერესებული და რადგან "ლეჩესთან” მატჩში ის განაცხადშიც ვერ მოხვდა, ზოგიერთმა გამოცემამ ტრანსფერის უტყუარობაზე დაიწყო საუბარი, რაზეც რანიერიმ უპასუხა:
"მე ვთხოვე მოტას, რომ ჩვენთან დარჩენილიყო და ის აუცილებლად დარჩება. ეს გადაწყვეტილია და მინიმუმ სეზონის ბოლომდე, ტიაგო არსად წავა. ტიაგოს დარი ფლანგის მოთამაშე არ გვყავს და ჩვენ მისი გვეიმედება”.
|