მილანის "ინტერის" პრეზიდენტი მასიმო მორატი აცხადებს, რომ იგი მოურინიოს ელაპარაკა და ჟოზემ დაბრუნების პირობა მისცა. "მე დავურეკე მოურინიოს და წარმატებები ვუსურვე "ჩელსიში". რა მითხრა ჟოზემ? მან მითხრა, რომ "ინტერში" ისევ დაბრუნდება, სამი წლის შემდეგ", - განაცხადა მორატიმ. შეგახსენებთ, რომ მოურინიო ინტერს" 2008-10 წლებში წვრთნიდა. ჟოზემ "ინტერს" ორჯერ სკუდეტო, თითოჯერ კი იტალიის სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა."
|