მატჩის დასრულებისთანავე ტელეჟურნალისტებთან მოურინიომ მოკლე განცხადება გააკეთა: ლიგის დაწყებიდან მოყოლებული ორ რამეში არ მეპარებოდა ეჭვი, პირველი იყო ის, რომ პირველ ეტაპს დავძლევდით და მერვედ ფინალში გავაგრძელებდით ასპარეზობას, ხოლო მეორე არის ის, რომ ლიგაზე მომდევნო მატჩებში ღირსეულად ვითამაშებთ და ვინც არ უნდა შეგვხვდეს, ნებისმიერ მეტოქესთან, მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. დღევანდელ თამაშს რაც შეეხება, რთულია იმ შეცდომების არ დანახვა და არ აღიარება რაც კლუბშია, ბევრ მომენტს ვერ ვიყენებთ, არ შეიძლება ამდენი მომენტის გამოუყენებლად დატოვება, სწორედ ესაა მთავარი მზიეზი რის გამოც ასე რთულ მდომარეობაში ჩავიგდეთ თავი" - აცხადებს ინტერის თავკაცი.
|