ხუთშაბათი, 18.04.2024, 07:15
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » ივლისი » 16 » ნესტა: იტალია ქვემოთ ეშვება
14:37
ნესტა: იტალია ქვემოთ ეშვება



იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ალესანდრო ნესტამ, რომელიც ბოლო სეზონს ატარებს, განაცხადა, რომ საკუთარი თავის გამოცდა მწვრთნელის ამპლუაშიც სურს. 37 წლის ფეხბურთელი არ გამორიცხავს, რომ სამწვრთნელო კარიერა ოკეანის გაღმა დაიწყოს.

„მწვრთნელობა მართლაც მინდა, თუმცა ჯერ არ ვიცი, სად დავიწყებ სამწვრთნელო კარიერას. შესაძლოა, აშშ-ში ან კანდაში, თუმცა არც ევროპიდან დაწყებაა გამორიცხული. სამწვრთნელო კარიერის დაწყებას მომავალი წლიდან ვგეგმავ. ვგრძნობ, რომ ეს საქმე გამომივა", – ამბობს ნესტა.

გარდა ამისა, ვეტერანმა იტალიელმა მცველმა იტალიურ ფეხბურთში შექმნილი მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა.

„ამ დროისთვის იტალიაში ფული არ არის. საუკეთესო ფეხბურთელები ესპანეთში, ინგლისსა და გერმანიაში მიდიან. იტალია ქვემოთ ეშვება. იტალიური კლუბების მფლობელებს მოთამაშეთა შესაძენად საშუალება არ აქვთ. ჩვენს ნაკრებს ერთი წელიწადი აქვს იმისთვის, რომ ბრაზილიის მუნდიალისთვის კარგად მოემზადოს. ვფიქრობ, მრავალი პრობლემის მიუხედავად, ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა შეგვეძლება. ჩეზარე პრანდელი ძლიერი სპეციალისტია, მისი გუნდი კი შესანიშნავი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული", – ციტირებს ნესტას სიტყვებს „ბიბისი".

შეგახსენებთ, რომ ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ამჟამად კანადური „მონრეალ იმპაქტის" ღირსებას იცავს. ნესტა კარიერის განმავლობაში სამჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგის თასი, „სკუადრა აძურასთან" ერთად კი 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ნანახია: 770 | დაამატა: interinio | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ივლისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter