იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში "სან-სიროზე” მილანური დერბი გაიმართება. "ინტერის” თავდამსხმელი ჯამპაოლო პაცინი თვლის, რომ "მილანთან” გამარჯვების მოპოვება ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დასაბრუნებლად ერთგვარი პლაცდარმი იქნება.
"მილანური დერბი შესაძლოა ჩვენთვის 2012 წლის ტრამპლინი გახდეს. "მილანთან” გამარჯვება ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დაგვიბრუნებს. ამ მატჩს ისე უნდა მივუდგეთ, როგორც სეზონის გადამწყვეტ შეხვედრას”, – პაცინის სიტყვები Gazzetta dello Sport-მა გამოაქვეყნა.
"მილანსა” და "ინტერს” შორის მატჩი 15 იანვარს, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.
|