დიდი შანსია, მილანის "ინტერის” მარჯვენა ფლანგელი, დუგლას მაიკონი ფრანგულ პსჟ-ს იანვრის სატრანსფერო სეზონშივე შეუერთდეს. ამის შესახებ, ფეხბურთელის აგენტმა Maxi Foot-ს განუცხადა. მისი თქმით, პარიზელები 30 წლის ბრაზილიელის შეძენას აქტიურად ცდილობენ და ფეხბურთელის საფრანგეთში გადასვლა სავსებით რეალურია. პსჟ-ს მცდელობის მიუხედავად, საბოლოო სიტყვა მაინც "ნერაძურის” პრეზიდენტზე, მასიმო მორატიზეა. პარიზელები მცველში 15 მილიონ ევროს იხდიან, რაც იტალიელთათვის მიუღებელია. შეგახსენებთ, რომ მაიკონი "ინტერის” ღირსებას 2006 წლიდან იცავს. ბრაზილიელის ანგარიშზე მილანური კლუბის მაისურით ჩატარებული 214 მატჩი და 18 გოლია.
|