მილანის "ინტერის” ახალგაზრდა ნახევარმცველს, ფილიპე კოუტინიუს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე თამაში სურს, მაგრამ კლუბში არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკის გამო, დიდი შანსია, ბრაზილიის ნაკრებს მიღმა დარჩეს. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, 19 წლის ფეხბურთელი კლუბის შეცვლაზე სერიოზულად ფიქრობს. აღსანიშნავია, რომ კოუტინიუს შემოთავაზებები ბრაზილიური კლუბებიდან – "სან პაულუდან”, "კორინთიანსიდან” და "ინტერნასიონალიდან” აქვს. კლუბები ნახევარმცველის იჯარით აყვანის ვარიანტსაც არ გამორიცხავენ. არაა გამორიცხული, ბრაზილიელი სერია A-ში დარჩეს, რადგან მისი გადაბირება "უდინეზესა” და "ბოლონიასაც” სურთ.
ცნობისათვის, კოუტინიუ "ინტერში” 2010 წლიდან თამაშობს. მის ანგარიშზე "ნერაძურის” მაისურით ჩატარებული 15 მატჩი და 2 გოლია
|