მილანის ინტერის ტრავმირებულმა ფეხბურთელმა დიეგო ფორლანმა განაცხადა, რომ არ იცის, როდის დაუბრუნდება მოედანს. თითქმის გამოვჯანმრთელდი, მაგრამ დაბრუნების ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით. რამდენიმე სამედიცინო შემოწმებას გავივლი და იმედია, ყველაფერი გაირკვევა. ახლა მარტო ვვარჯიშობ და ვცდილობ, კარგ ფორმაში ჩავდგე. ფეხბურთში ლოგიკა არ არსებობს. ხანდახან კარგად თამაშობ, მაგრამ შედეგი არ გაქვს. არის შემთხვევები, როცა პირიქითაა. ახლა ჩემპიონატში კარგად ვთამაშობთ, მაგრამ იღბალი გვაკლია. ჩემი მიზანი მოედანზე მოკლე დროში დაბრუნება და ყველა მატჩში გოლის გატანაა, - განაცხადა ურუგვაელმა Football Italia-სთან საუბარში. ცნობისთვის, ინტერის ახალწვეულმა 32 წელის დიეგო ფორლანმა მიმდინარე სეზონში, "ნერაძურის” მაისურით ხუთ მატჩში ერთი გოლი გაიტანა.
|