მილანის "ინტერის” ფორვარდი დიეგო ფორლანი საახალწლოდ პირობას დებს, რომ ახალი წლის შემდეგ უფრო ბევრ გოლს გაიტანს.
"თავს მშვენივრად ვგრძნობ. ტრავმა საშიში არ გამოდგა. მეტსაც გეტყვით, დაზიანებამ ჩემს სასარგებლოდ იმოქმედა, დასვენებისა და იტალიის გაცნობის საშუალება მომეცა. ახლა უკვე მზად ვარ ვარჯიშისა და თამაშისთვის”, – საუბრობს ფორლანი.
"ვიმედოვნებ, რომ "ინტერი” მომდევნო წელს უკეთ იასპარეზებს. რანიერიმ იცის რა უნდა ქნას. ჩვენ გამოვიარეთ რთული პერიოდი, გუნდმა დაიწყო მოგებები და საკუთარი თავის რწმენაც დაგვიბრუნდა. გოლების გატანა პრობლემა არაა. ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც პაცინი, მილიტო და მე ვართ, არასდროს დაგვავიწყდება, როგორ უნდა ავიღოთ მეტოქის კარი. ყველაფერი კარგად იქნება”, – აღნიშნა ურუგვაელმა ფორვარდმა.
|