"ინტერის" ურუგვაელი თავდამსხმელი დიეგო ფორლანი, რომელიც ოქტომბრის შემდეგ მოედანზე არ გამოსულა, 23-კაციან შემადგენლობაში მოხვდა, რომელიც "ჯენოასთან" მატჩისთვის გაცხადდა.
მიმდინარე სეზონში 32 წლის ფეხბურთელმა მილანელთა რიგებში 5 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი 6 ნოემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა უამინდობის გამო გადაიდო.
"ჯენოასთან" მატჩისთვის რანიერიმ განაცხადში შემდეგი ფეხბურთელები შეიყვანა:
მეკარეები: სეზარი, კასტელაცი, ორლანდონი მცველები: კორდობა, ძანეტი, ლუსიუ, მაიკონი, კალდიროლა, რანოკია, სამუელი, ფარაონი, ნაგამოტო. ნახევარმცველები: მოტა, ალვარესი, პოლი, კამბიასო, ობი, კოუტინიო, მუნტარი. თავდამსხმელები: ფორლანი, პაცინი, მილიტო, სარატე.
|