მილანის ინტერის ფორვარდის დიეგო ფორლანის განცხადებით, იგი 100%-ით მზად არის დერბისთვის და გადამწყვეტი გოლის გატანაზე ოცნებობს.
ტრამვების გამო ურუგვაელი ჯერჯერობით ვერ ახერხებს ადგილის დამკვიდრებას "ნერიაძურიში", თუმცა უკვე დიდი ხანია სრული დატვირთვით ვარჯიშობს და სავარაუდოთ დღეს მოედანზე აუცილებლად გამოვა. სათამაშოდ მზად ვარ და ერთი სული მაქვს როდის გამოვალ მოედანზე.
მინდა კვლავ ძველებურად ავთამაშდე და დავეხმარო გუნდს ჩემი გოლებით, მადონინაზე კი ეს ყველაზე მეტად მინდა."
ჩვენს გუნდში შესანიშნავი ჩემპიონები თამაშობენ და გამარჯვების ყველა წინაპირობა გვაქვს.
ნურავინ იტყვის, რომ ჩემპიონობისთვის მხოლოდ მილანი და იუვენტუსი იბრძვიან . ჩემი აზრით, ამის შანსი კიდევ რამოდენიმე გუნდს აქვს, მათ შორის ვართ ჩვენც და დღეს ამას დავამტკიცებთ."-განაცხადა ურუგვაელმა Sky Sport Italia-თან საუბარში.
|