იტალიური "ინტერის” ურუგვაელი ფორვარდის, დიეგო ფორლანის აგენტმა დანიელ ბოლოტნიკოფმა, უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მისი კლიენტი კარიერას სამხრეთ ამერიკაში, "სან პაულუში” გააგრძელებს. Football Italia-სთან საუბარში მან თქვა, რომ 32 წლის თვდამსხმელი მილანში რჩება. "წარმოდგენაც არა მაქვს საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია. უწინარესად, მინდა გითხრათ, რომ დიეგო "ინტერიდან” წასვლას არ აპირებს და მეორე, "სან პაულუსგან” არანაირი წინადადება არ მიგვიღია. ფორლანისთვის "ინტერში” შექმნილი სიტუაცია მისაღებია და სამუშაოს შეცვლას არ აპირებს” - განაცხადა ბოლოტნიკოფმა.
ურუგვაელი "ინტერში” მიმდინარე სეზონის წინ, მადრიდის "ატლეტიკოდან” გადავიდა და სერია A-ში ჩატარებულ 9 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.
|