მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა დიეგო ფორლანმა ტრავმა მოიშუშა.
დაგეგმილია, რომ ორშაბათს ურუგვაიელი ფორვარდი ტრავმის შემდეგ საერთო ჯგუფთან პირველად ივარჯიშებს, თუმცა მოედანზე მისი დაბრუნდების ვადა ჯერჯერობით უცნობია. ფორლანმა ფიზიკური კონდიციები უნდა აღიდგინოს.
გამომდინარე აქედან, იტალიის ჩემპიონატში 19 ნოემბერს "კალიარისთან" შეხვედრაში დიეგო ვერ ითამაშებს, მაგრამ 27 ნოემბერს "სიენასთან" მატჩში შესაძლოა ურუგვაელი მოედანზე ვიხილოთ.
|