ურუგვაელი თავდამსხმელის დიეგო ფორლანის, 7 ნოემბერს, სერია ა-ს მე-17 ტურში "პარმას" წინააღმდეგ თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, იუწყება იტალიური ინტერნეტ-გამოცემა.
საქმე იმაშია, რომ ფორლანმა ნერაძურის გუშინდელ ვარჯიშზე კოჭი დაიზიანა, ამიტომ იძულებული გახდა გამოეტოვებინა თავისი გუნდის დღევანდელი სხდომა. რამდენი ხანი დასჭირდება ურუგვაელ ფეხბურთელს აღსადგენად, ექიმებმა ჯერ არ იციან.
შეგახსენებთ, რომ შემოდგომაზე ფორლანი იძულებული გახდა 2 თვე გამოეტოვებინა კუნთების დაზიანების გამო, რომელიც მან ნაკრებში მიიღო.
|