"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ "პარმასთან" (5:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"როცა "ინტერში" დავიწყე მუშაობა, ჩვენი შედეგები მისაღები ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა ახლა შესანიშნავ ფეხბურთს ვაჩვენებთ. ბიჭებმა საკუთარი თამაში იპოვეს და მატჩიდან მატჩამდე უკეთეს ფეხბურთს აჩვენებენ.
რომელ ადგილზე დავასრულებთ მიმდინარე ჩემპიონატს? არ ვიცი. ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ თამაშს შეუძლია. ვფიქრობ, დღევანდელი "ინტერი" თითქმის სრულყოფილია.
მილანურ დერბიმდე გუნდი საკმაოდ კარგად ათამაშდა, ამიტომ გულშემატკივრები ნამდვილ სანახაობას იხილავენ. იმედი მაქვს, რომ "როსონერისთან" შეხვედრისთვის ვესლი სნეიდერი და დიეგო ფორლანი მწყობრში იქნებიან", - განაცხადა რანიერიმ.
|