"ინტერის" მთავარი მწვრთნელი საუბრობს ფეხბურთელების სავარაუდო წასვლაზე, აქ ლაპარაკია არგენტინელ ფორვარდ ზარატეზე და ჰოლანდიელ ნახევარმცველ სნეიდერზე.
"ზარატე ჩვენი მოთამაშეა და მე ვაფასებ მას, იგი ჯერჯერობით არენდის ვადის ამოწურვამდე არსად წასვლას არ აპირებს",–განაცხადა კლაუდიო რანიერიმ.
"სნეიდერიც ასევე ეკუთვნის "ინტერს" და ის რჩება ჩვენთან",–დაამატა რანიერიმ.
სნეიდერს პრესა "სიტიში" ან "იუნაიტედში" "უშვებს", ხოლო ზარატეს არენდის ამოწურვამდე ნახევარი წლით ადრე პრესა "ლაციოში" "უშვებს".
|