მილანის ინტერის მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი მიიჩნევს, რომ ტურინის იუვენტუსთან 11-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, მის გუნდს იტალიის სერია A-ს მოგება შეუძლია. სერია A-ს გამარჯვებულზე ერთევროიანი ფსონი რომ გამეკეთებინა, ინტერს ავირჩევდი. ინტერი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ფავორიტად რჩება, – იუწყება რანიერის სიტყვებს გამოცემა Goal.com-ი. თავისი მწვრთნელისგან განსხვავებით, გამონათქვამებში უფრო ფრთხილია ინტერის ნახევარმცველი ესტებან კამბიასო: გუნდისთვის რთულ პერიოდში ხალხი ჩვენს შესახებ ბევრს საუბრობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ინტერს კონკურენციის გაწევა ნებისმიერი გუნდისთვის შეუძლია. უკვე ბებრები ვართ და არაფერში გამოვდგებით? ორიოდე წლის წინ, მილანზეც იგივეს ამბობდნენ, რომელიც გასულ სეზონში ჩემპიონი გახდა. აქვე გეტყვით, რომ 13 ტურის შემდეგ, ინტერს 14 ქულა აქვს და 20-გუნდიან სერია A-ში მე-12 პოზიციაზეა.
|