ალვარო რეკობა – შესაძლოა, ბევრს დაავიწყდა ეს ფეხბურთელი, მაგრამ ამ 35 წლის კაცმა ურუგვაის ჩემპიონობის ბედი გადაწყვიტა. მონტევიდეოს ნასიონალმა ბოლო ტურში ლივერპულს სტუმრად 1:0 სძლია და ეს ერთადერთი ბურთი რეკობამ შეაგდო 79-ე წუთზე. "ნასიონალს" რომ ვერ მოეგო, ჩემპიონი დანუბიო გახდებოდა. დრამატული ფინიში გამოვიდა: ბოლო ტურში ნასიონალისა და დანუბიოს გარდა, პენიაროლსაც ჰქონდა შანსი. საბოლოოდ, რეკობას გუნდმა 32 ქულა მოაგროვა, დანუბიომ - 31, ხოლო "პენიაროლმა" - 30.
არგენტინის მსგავსად, ურუგვაიშიც წელიწადში ორჯერ ტარდება ჩემპიონატი (ჯერ აპერტურა, მერე - კლაუსურა) და ნასიონალმა აპერტურა მოიგო. იცით, ვინ არის ნასიონალის მწვრთნელი? 35 წლის არგენტინელი მარსელო გალიარდო – ახლო წარსულში ცნობილი გამთამაშებელი, რომელიც კარიერას შთამბეჭდავად იწყებდა, თუმცა ავანსები ვერ გაამართლა.
რაც შეეხება რეკობას, ვის არ ემახსოვრება - კარიერის საუკეთესო წლები ინტერში გაატარა და ლამაზი თამაშით გამოირჩეოდა. 1997-2008 წლებში იყო ნერაძურიში, ოღონდ, თითო წლით იყო განათხოვრებული "ვენეციასა" და "ტორინოში. რაც შეეხება ურუგვაის აპერტურას საუკეთესო ბომბარდირს, პირველობა არავის დაუთმო ასევე ცნობილმა ფორვარდმა მარსელო სალაიეტამ (პენიაროლი), რომელმაც მშობლიურ ჩემპიონატს შოთა არველაძის ქაისერისფორიდან დაუბრუნდა – 8 გოლი ეყო ბომბარდირობისთვის.
ერთიც, "ნასიონალი" 44-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ხოლო პენიაროლი უფრო წინაა – 48 ჩემპიონობა.
|