იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა რობერტო ბაჯომ განაცხადა, რომ ნაკლებსარწმუნოა "ბარსელონას" თავკაც ხოსეპ გვარდიოლასთან" ერთად "ინტერს" სათავეში ჩაუდგეს.
"გვარდიოლა "ინტერში"? არ ვიცი. ხოსეპს იმდენი გამოცდილება აქვს, რომ არანაირი დამხმარე არ სჭირდება. მას ახლა "ბარსელონაში" ყველაფერი შესანიშნავად გამოსდის, ამიტომ ეს ინფორმაცია ნაკლებსარწმუნოა.
თუმცა ფეხბურთი ცვალებადია, მასში წინასწარ ვერაფერს იტყვი", - განაცხადა ბაჯომ.
|