ფრანგულმა ჟურნალმა "France Football"-მა წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის მებრძოლების სია 10 კაცამდე შეამცირა. ყველაზე მეტი წარმომადგენელი კატალონიის ბარსელონას ჰყავს. შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, არგენტინელი ლიონელ მესი, აგრეთვე ესპანელები ანდრეს ინიესტა და ხავი. ისინი ჯერ კიდევ ინარჩუნებენ ტიტულის მოპოვების შანსს. კანდიდატთა შორის არის კიდევ ერთი ბარსელონელი, რომელიც ახლა უკვე მილანის ინტერის ფერებს იცავს, საუბარია კამერუნელ სამუელ ეტო'ოზე. გასული ორი სეზონის ტრიუმფატორები კრიშტიანუ რონალდუ და კაკა აგრეთვე არიან სიაში, რომლებიც წელს უკვე თანაგუნდელები არიან. ათეულს კი ასრულებენ მანჩესტერ იუნაიტედის ლიდერი უეინ რუნი, ლივერპულის კაპიტანი სტივენ ჯერარდი და ჩელსის ფორვარდი დიდიე დროგბა. შეგახსენებთ, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა მომავალ სამშაბათს გახდება ცნობილი.
|