რომის "ლაციოდან” მილანის "ინტერში” იჯარით მოთამაშე თავდამსხმელის, მაურო სარატეს აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი სეზონის ბოლომდე "ნერაძურიში” დარჩება. "მილანელთა აზრი რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რასაც პრესაში წერენ. "ინტერში” არ სურთ ისეთი ფეხბურთელის დაკარგვა, როგორიც სარატეა. დარწმუნებული ვარ, არგენტინელს კლაუდიო რანიერი სეზონის ბოლომდე არსად გაუშვებს”, - განუცხადა 24 წლის არგენტინელის აგენტმა Sportitalia-ს. შეგახსენებთ, რომ სარატეს გადაბირებით "ჯენოაა” დაინტერესებული. გარდა ამისა, არც "ლაციოა” ფეხბურთელის დაბრუნების წინააღმდეგი.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, არგენტინელმა 18 მატჩი ჩაატარა და მეტოქის კარი ერთხელ აიღო.
|