Sportmediaset-ის ცნობით, მილანის "ინტერი” იანვრის სატრანსფერო სეზონში გელზენკირხენის "შალკესგან” ჯეფერსონ ფარფანის შეძენას შეეცდება.
აღსანიშნავია, რომ 27 წლის პერუელს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. ფარფანს "შალკეში” დარჩენა აღარ სურს და კლუბის შეცვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. შესაბამისად, "ხუმარები” გარკვეული თანხის აღების მიზნით, ფეხბურთელის ზამთარში გაყიდვას ეცდებიან.
შეგახსენებთ, რომ ფარფანმა 6 ნოემბერს მუხლის ტრავმა მიიღო და მას შემდეგ უქმადაა.
|