გამორიცხული არაა, მილანის "ინტერის” ნახევარმცველი დეიან სტანკოვიჩი აშშ-ში გადაბარგდეს და MLS-ის რომელიმე კლუბთან გააფორმოს კონტრაქტი. იტალიური პრესის ცნობით, 33 წლის სერბი კლუბში არასაკმარისი სათამაშო დროით უკმაყოფილოა და გუნდის შეცვლაზეც სერიოზულად ფიქრობს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ვეტერანმა ნახევარმცველმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. სერბეთის ეროვნულ გუნდში მისი მონაგარი 102 (!) მატჩი და 16 გოლია. ცნობისთვის, დეიან სტანკოვიჩი იტალიის სერია A-ში 1998 წლიდან ასპარეზობს. 2004 წელს, სერბმა რომის "ლაციო” დატოვა და "ნერაძურის” შეუერთდა. მან მილანური კლუბის მაისურით 209 მატჩი ჩაატარა და 29 გოლის ავტორი გახდა.
|