იტალიური ნაპოლი კრისტიან კივუს ინტერთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხს ყურადღებით ადევნებს თვალყურს და იმედი აქვს, რომ შეუთანხმებლობის შემთხვევაში, რუმინელის ხელში ჩაგდებას შეძლებს. 31 წლის მცველს კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება. ნაპოლის მთავარ მწვრთნელ ვალტერ მაცარის მისი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბირება სურს. Corriere dello Sport-ის ცნობით, კივუსადმი ინტერესს არაერთი კლუბი იჩენს, მაგრამ ნეაპოლელები ყველაზე მონდომებულნი არიან.
იტალიურ პრესაში ვარაუდობენ, რომ რუმინელი მაცარის 3-4-3 ტაქტიკური სქემით მოიხიბლება და არჩევანს ნაპოლის სასარგებლოდ გააკეთებს. კივუს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისი საყვარელი პოზიცია დაცვის ცენტრში თამაშია, ინტერში კი, მას ძირითადად მარცხენა ფლანგზე ამწესებენ.
|