მილანის "ინტერის” ნახევარმცველის, ვესლი სნეიდერის აგენტი დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში, მისი კლიენტი კლუბს არ შეიცვლის. "სნეიდერის "ინტერში” დარჩენაში ეჭვი არ მეპარება. რამდენიმე დღის წინათ, თავად ფეხბურთელმაც განაცხადა, რომ ამაში 90%-ით დარწმუნებულია. რატომ არა 100%-ით? ვესლი არ მალავს, რომ კლუბის ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბს შორის პრობლემებია. ვნახოთ, ფეხბურთში ყველაფერს უნდა ველოდეთ”, - განუცხადა სორენ ლერბიმ Calciomercato-ს.
შეგახსენებთ, რომ უკვე დიდი ხანია, პრესაში 27 წლის სნეიდერის სახელს მანჩესტერულ კლუბებს – "სიტისა” და "მანჩესტერს” უკავშირებენ.
|