"ინტერის" ნახევარმცველი ვესლი სნეიდერი მილანურ დერბიში სათამაშოდ მზადაა, რომელიც იტალიური სერია A-ს მე-18-ე ტურში კვირას, 15 იანვარს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელ ფლეიმეიქერს ნოემბრის შუაგულში კუნთებზე პრობლემები შეექმნა. მოსალოდნელი იყო, რომ ის მოედანზე დეკემბრის დასაწყისში გამოვიდოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
ახლა სნეიდერის დაბრუნება "მილანთან" პრინციპულ შეხვედრაში შედგება.
|