"ინტერის" ნახევარმცველი უესლი სნეიდერი, რომელმაც ნოემბრის დასაწყისში მიიღო ტრამვა, დადებითად აფასებს თუ, როგორ მიმდინარეობს მისი აღდგენის კურსებიი:
- დღეს იყო შესანიშნავი ვარჯიში, - დაწერა 27 წლის ნახევარმცველმა თავის ტვიტერში. - ვარჯიშობდა "ინტერის" ბაზაზე აპიანო ჯენტილეში. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და ძალიან მინდა ფეხბურთის თამაში. მინდა ისევ გავიდე მოედანზე.
შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში სერია ა-ში სნეიდერმა 6 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის გატანა მოახერხა. შემდეგ მატჩს სერია ა-ში შავ-ლურჯები, 7 ნოემბერს, პარმას წინააღმდეგ ჩაატარებენ.
|