"ინტერის" ნახევარმცველი ვესლი სნეიდერი "ტრაბზონსფორთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩს გამოტოვებს, რომელიც 22 ნოემბერს შედგება.
ჰოლანდიელმა "კალიარისთან" მატჩის წინ კუნთების ტკივილი იგრძნო. კვირას კი მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთის დაჭიმვა დაუდგინეს. ახლა ფეხბურთელს ერთი თვის გამოტოვება ემუქრება.
|