ავტორიტეტული იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ი იუწყება, რომ მილანის "ინტერის” ხელმძღვანელობა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუჩანო სპალეტის კანდიდატურას განიხილავს.
წყაროს ცნობით, "ნერიაძურის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის” უფროსობასთან უკვე დაიწყო მოლაპარაკებები და ზაფხულში შესაძლოა სპალეტი მილანური კლუბის თავკაცადაც ვიხილოთ, თუმცა გარიგებას ხელი იმან შეიძლება შეუშალოს, რომ იტალიელ სპეციალისტს "ინტერში” სატრანსფერო ბიუჯეტისთვის ნაკლებ თანხას გამოუყოფენ, ვიდრე "ზენიტში”.
მანამდე სპალეტიმ განაცხადა, რომ რუსულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებდა.
|