პარასკევი, 27.12.2024, 00:52
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » ივლისი » 2 » სტანკოვიჩი “ფიორენტინასა” და “ცრვენა ზვეზდას” ვარიანტებს განიხილავს
10:01
სტანკოვიჩი “ფიორენტინასა” და “ცრვენა ზვეზდას” ვარიანტებს განიხილავს




ცრვენა ზვეზდას” მთავარი მწვრთნელი სლავიშა სტოიანოვიჩი ადასტურებს, რომ 34 წლის სერბი ნახევარმცველი, დეიან სტანკოვიჩი კარიერის გაგრძელების ორ ვარიანტს განიხილავს – "ფიორენტინა” და "ცრვენა ზვეზდა”.


"სტანკოვიჩს ჯერ კიდევ მანამდე ვესაუბრე, სანამ ცნობილი გახდებოდა, რომ ის "ინტერს” ტოვებს. დეიანი ჩემთან საუბრისას გულწრფელი იყო. მან მითხრა, რომ პრიორიტეტულად კარიერის "ფიორენტინაში” გაგრძელების ვარიანტს განიხილავს. თუმცა, თუ სტანკოვიჩს "იებთან” კონტრაქტის გაფორმება არ გამოუვა, ის სერბეთში ჩამოვა და კარიერას "ცრვენა ზვეზდაში” დაასრულებს.” – ციტირებს სტოიანოვიჩის სიტყვებს Football Italia.

სტანკოვიჩმა, რომელიც ბოლო 9 წლის განმავლობაში "ინტერში” თამაშობდა, პროფესიონალური კარიერა სწორედ "ცრვენა ზვეზდაში” დაიწყო. ბელგრადულ კლუბში ის 1994-98 წლებში თამაშობდა.
ნანახია: 728 | დაამატა: intereli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ივლისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter