დღევანდელი იტალიური სპორტული გაზეთები ყურადსაღებ და გარკვეულწილად სენსაციურ ცნობას ავრცელებენ. აპენინელი ჟურნალისტების მტკიცებით ჯერ კიდევ მანჩესტერ სიტის კუთვნილებაში მყოფი არგენტინელი თავდამსხმელი კარლოს ტევესი მომავალ ხუთშაბათს კონტრაქტს არა მილანთან, არამედ როსონერის მოსისხლე მტერ და თანაქალაქელ ინტერთან გააფორმებს. იტალიელი რეპორტიორების მტკიცებით, 27 წლის სამხრეთამერიკელის გადაბირების საქმეში თვით "ნერაძურის” პრეზიდენტი მასიმო მორატი აქტიურად ჩაერთო და მანჩესტერული კლუბის ბოსებთან წინასწარი მოლაპარაკების გამართვაც მოასწრო. ამბობენ, მორატი პირადად შეხვდა ქალაქელთა აპენინელ დამრიგებელს რობერტო მანჩინის და ტევესის ყიდვის ამბავიც გაჩარხაო. ერთი სიტყვით, ხუთშაბათს ორივე კლუბის წარმომადგენლები, თავად კარლიტოს მონაწილეობით, კიდევ ერთხელ მიუსხდებიან მოლაპარაკების მაგიდას და დიდი ალბათობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ტევესი ინტერის სრულუფლებიანი წევრი გახდება. ნერაძური ჭირვეული არგენტინელის კონტრაქტს გამოისყიდის, მილანი კი სამხრეთამერიკელის იჯარით აყვანას აპირებდა. სწორედ ამან განაპირობა სამხრეთამერიკელი შემტევის ინტერის ბანაკში გადაბარგების ბედი.
xo mec wavikitxe rom im doneze evaseba moratis es pexburteli lukass vgulsxmob rom sheidzleba mis sayidelad sneideri gayidoso sagol marla magari pexburtelia da tiago silvas ar ugrdzeleben kontrakts es chemisebi
ara dzmao es lucasi da tevezi tu iyida moratim oi blinnnn es cota ukan exla vnaxe da cota sigrmidan tamashobs lucasi pazini tevezi win amat ukan lukasi da tu sneideri ar gayides oioi mimiqaravs barsasnaxevar dacva da tavdasxma ara sagol marla magari teqnikuria es shobeldzagli