მილანის "ინტერი” ჰოლანდიური პსვ-ს ახალგაზრდა ცენტრალური ნახევარმცველით, გეორგინიო ვეინალდუმით დაინტერესდა. იტალიური პრესის მტკიცებით, მილანური კლუბის სპორტული დირექტორი პიეტრო აუსილიო გუნდის თავკაცებს 21 წლის ფეხბურთელის შეძენის რეკომენდაციით მიმართავს.
მას შემდეგ, რაც "ინტერის” ნახევარმცველმა ტიაგო მოტამ "პარი სენ-ჟერმენში” გადასვლა გადაწყვიტა, იტალიელები მის პოტენციურ შემცვლელს ეძებენ და ჰოლანდიელსაც ამის გამო დაადგეს თვალი. "ფეიენოორდის” აღზრდილი ფეხბურთელი პსვ-ში მიმდინარე სეზონის დაწყებამდე გადავიდა და ამ კლუბის მაისურით 9 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე 5 საგოლე გადაცემაცაა.
|