შაბათი, 20.04.2024, 06:51
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2009 » დეკემბერი » 20 » ტონი უფასოდ_!!!
19:14
ტონი უფასოდ_!!!

მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტი ული ჰიონესი, გუნდის იტალიელ თავდამსხმელ ლუკა ტონის ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე დათმობს. მართალია, აპენინელს რეკორდმაისტერთან კონტრაქტის ვადა 2011 წლის ივნისში უმთავრდება, მაგრამ მასსა და გერმანელთა დამრიგებელ ლუის ვან გაალს შორის არსებული სერიოზული უთანხმოების გამო, ტონის "ბაიერნის" ძირითადში მოხვედრის შანსი პრაქტიკულად არ აქვს.
ასე რომ, იტალიელი რეკორდმაისტერისთვის აბსოლუტურად უსარგებლო გახდა. არადა, მიუნხენელებს მისი შენახვა საკმაოდ სოლიდური თანხა უჯდებათ. ჰიონესს 32 წლის ტონის გაშვების სურვილი სწორედ ამ მიზეზით გაუჩნდა. იგი მზადაა, აპენინელი თავდამსხმელი ნებისმიერ კლუბს უფასოდ დაუთმოს, რითაც "ბაიერნი" იტალიელისთვის ხელფასის სახით გადასახდელ რამდენიმე მილიონ ევროს დაზოგავს.
უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტონის გადაბირება რამდენიმე კლუბს სურს (მათ შორის ჩელსისა და  ინტერს), თუმცა, როგორც ბაიერნის პრეზიდენტი აცხადებს, მისთვის ოფიციალური წინადადებით ჯერ არავის მიუმართავს. იტალიელი თავდამსხმელის ხელში ჩაგდების მსურველები, ჰიონესის ინიციატივის გახმაურების შემდეგ, სავარაუდოდ, უფრო გაბედულები გახდებიან.
ტონი "ბაიერნში" 2007 წელს "ფიორენტინადან" (2005-07 წლები, 67 მატჩი, 47 გოლი) გადაბარგდა და "რეკორდმაისტერის" შემადგენლობაში ჩატარებულ 59 შეხვედრაში პირად ანგარიშზე 38 გოლი ჩაიწერა.
ნანახია: 827 | დაამატა: inter | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
1 inter  
1
AU ISE MAGARS GAASCOREBS RO UPASOD GADMOVIDES flag2

2 interinio  
2
MTALAD UPASOD_? VA AR MJERA RAVI MAGRAM SIAXLESHI YVELAPERI DACVRILEBIT CERIA RO USHVEBENO DA RAVI

3 adribaba  
1
upasod tu davitrevt viyidot chveni ra midis :D:D....

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter