ლონდონის "ტოტენჰემს” მილანის "ინტერის” თავდამსხმელის, მაურო სარატეს იჯარით აყვანა სურს. აქვე შეგახსენებთ, რომ 24 წლის არგენტინელი "ნერაძურიში” რომის "ლაციოდანაა” განათხოვრებული. "მაუროთი ბევრი კლუბია დაინტერესბული. მათ შორისაა "ტოტენჰემიც”. ჰარი რედნაპს ჩემი კლიენტის იჯარით აყვანა სურს. ლონდონელებს სარატეს ინგლისში დაბრუნება აქვთ გადაწყვეტილი”, - განუცხადა ფეხბურთელის აგენტმა The Daily Mail-ს.
ცნობისთვის, მაურო სარატე ინგლისის პრემიერლიგაში, კერძოდ "ბირმინგებში” 2008 წლის იანვარში გადავიდა და იქ ზაფხულამდე დარჩა. მაშინ, არგენტინელის სატრანსფერო უფლებებს "ალ სადი” ფლობდა და ინგლისურ კლუბში იჯარით ჰყავდა გაშვებული. სარატემ "ბირმინგების” მაისურით 14 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის ავტორი გახდა.
|