მილანის "ინტერის" ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა ვესლი სნეიდერმა იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურში "ლაციოსთან" მოგების (2:1) შემდეგ თავისი გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა.
"ისე თუ გავაგრძელებთ, როგოც "ლაციოსთან" ვითამაშეთ, მაშინ სკუდეტოს მოვიგებთ. ეს გამარჯვება ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით კი დერბიში "მილანის" დამარცხების შემდეგ. "ლაციო" ძალიან ძლიერი მეტოქეა.
ამჟამად შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფები და თავს კარგად ვგრძნობ", - თქვა სნეიდერმა.
|