მილანის "ინტერის" ნახევარმცველის ვესლი სნეიდერის აზრით, "ნერაძურის" წარუმატებლობის მიზეზი, სასტარტო და სათადარიგო შემადგენლობის ფეხბურთელებს შორის თამაშის ხარისხში დიდი სხვაობაა.
ჰოლანდიელი იმედოვნებს, რომ ტრავმირებული მოთამაშეების დაბრუნება გუნდის თამაშზე დადებითად აისახება.
ამასთან, სნეიდერის თქმით, "ინტერი" ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე ასაკოვანი გუნდია. თუმცა რა გავლენას ახდენს ეს ამბავი "ინტერის" ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობაზე, ფეხბურთელს არ აუხსნია.
|