შაბათი, 27.04.2024, 03:41
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2009 » ნოემბერი » 16 » ვიერი ფეხბურთში ბრაზილიამ დააბრუნა !!!
05:20
ვიერი ფეხბურთში ბრაზილიამ დააბრუნა !!!

36 წლის იტალიელი ფორვარდი, კრისტიან ვიერი ბრაზილიის მე-3 დივიზიონში მოასპარეზე "ბოავიშტას" შემადგენლობაში ითამაშებს. ინტერნეტ-გამოცემა Globoesporte-ის ინფორმაციით, ვეტერანი აპენინელი ბრაზილიაში შაბათს ჩაფრინდა, კონტრაქტის ოფიციალურად გაფორმება კი ორშაბათსაა დაგეგმილი.
სამხრეთამერიკული პრესის მტკიცებით, მხარეებს შორის ხელშეკრულების პირობები უკვე შეთანხმებულია. "სკუადრა აძურას" ყოფილი თავდამსხმელის ანაზღაურება თვეში 50 ათასი დოლარით განისაზღვრება. ამასთან, ვიერის განკარგულებაში იქნება მძღოლი საკუთარი მანქანით და ფეშენებელური აპარტამენტები, ოკეანეზე ხედით.
სხვათა შორის, ვეტერანი ფეხბურთელი სპორტული კარიერის დასრულებასა და პოკერის ტურნირებში მონაწილეობას აპირებდა. ამ მიზნით, იგი ჩავიდა კიდეც ამერიკაში, მაგრამ მოულოდნელად, ბრაზილიური კლუბის ხელმძღვანელობისგან საკმაოდ მაცდუნებელი წინადადება მიიღო და გული ისევ ფეხბურთისკენ მოუბრუნდა.
ვიერის კარიერაში "ბოავიშტა" მე-14 კლუბი იქნება. ის პრაქტიკულად ყოველწლიურად იცვლიდა ადგილსამყოფელს. ყველაზე დიდხანს (6 სეზონი) "ინტერში" გაჩერდა, რომლის შემადგენლობაში ჩატარებულ 144 საჩემპიონატო შეხვედრაში 103 გოლი გაიტანა. განვლილი სეზონი კი, ბერგამოს "ატალანტაში" (9 მატჩი, 2 გოლი) გაატარა. სულ საკლუბო დონეზე 375 თამაში აქვს ჩატარებული, რომლებშიც მეტოქეთა კარის აღება 194-ჯერ შეძლო. იტალიის ეროვნული გუნდის ფორმით 49 მატჩი ჩაატარა და პირად ანგარიშზე 23 სანაკრებო გოლი გაიფორმა.
ნანახია: 842 | დაამატა: inter | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 3
1 adribaba  
2
ravi cocxali tavit agar davbrundebi pexburtshio da.....

2 inter  
2

ravi kovel dge icvlis tavis gadackvetilebas bbo da !!!
biggrin

3 interinio  
1
ZEG KIDE DAIDEBA STATISTIKA RO BOBO PEXBURTIDAN MIDIS
MAZEG KI CINETSHI GAICITEBA !!!!! biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin biggrin

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ნოემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter