პარასკევი, 29.03.2024, 12:13
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2009 » ნოემბერი » 22 » ვიერიმ ბრაზილია გადაიფიქრა
06:39
ვიერიმ ბრაზილია გადაიფიქრა

იტალიელი კრისტიან ვიერის ბრაზილიური კარიერა არ შედგა. რამდენიმე დღის წინათ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვეტერან ფორვარდს სამხრეთამერიკულ "ბოავიშტასთან" 6-თვიანი კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა. თითქოს, ხელშეკრულების დეტალებიც შეთანხმებული იყო, მაგრამ ბოლო მომენტში აპენინელმა ოკეანსგადაღმა გადაბარგება გადაიფიქრა. ბრაზილიის მე-3 დივიზიონში მოასპარეზე "ბოავიშტას" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 36 წლის იტალიელი თავდამსხმელი სამედიცინო შემოწმებაზე არ გამოცხადდა და საბოლოოდ გარიგებაც ჩაიშალა.
"სამწუხაროდ, ვიერისთან კონტრაქტის გაფორმება არ მოხერხდა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მის შესაძენად - გამოვნახეთ სპონსორები, მოვიზიდეთ ინვესტიციები, ხელშეკრულებაც მისთვის სასურველი პირობების მიხედვით შევადგინეთ, მაგრამ იტალიელმა ბრაზილიაში ჩამოსვლა არ ისურვა. სამედიცინო შემოწმების გასავლელად ვიერი კვირის დასაწყისში უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, იგი დღესაც არ ჩანს. არჩამოსვლის მიზეზის ასახსნელად მას არც კი დაურეკავს. თითქოს აპენინელი საერთოდ გაქრა", - განაცხადა "ბოავიშტას" პრეზიდენტმა, ლუიშ პერეირამ.
ვიერისთვის აღნიშნული სიტუაცია საკმაოდ ნაცნობია. განვლილი სეზონის დაწყებამდე მან "სამპდორიასთან" გააფორმა კონტრაქტი, მაგრამ ორი კვირის შემდეგ ეს ხელშეკრულება ისე გაწყვიტა, რომ გენუელთა ვარჯიშზე ერთხელაც არ გამოცხადებულა.
ჯერჯერობით უცნობია, 36 წლის ვიერი საერთოდ ისურვებს თუ არა საფეხბურთო კარიერის გაგრძელებას. არ არის გამორიცხული, რომ აქტიური სპორტი პროფესიულ პოკერზე გაცვალოს. იტალიელ ვეტერანს ამის მცდელობა უკვე არაერთხელ ჰქონდა.

ნანახია: 1062 | დაამატა: inter | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
1 RealInterFan  
2
.
VIERIM KI UKVE TAVI SHEMAZIZGA RA <ARADA MAGARI MEVASEBODA <XPTU

2 interinio  
1
MAGARI KL KACI KOPILA EG PENAL DARTKMULI

3 adribaba  
0
au es ra cxoveli pirovnebaa magari arakaci

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ნოემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter