მილანის "ინტერის” კარის დარაჯმა ემილიანო ვივიანომ "პალერმოსთან” კონტრაქტი 2016 წლის ივნისამდე გააფორმა. სიცილიური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 26 წლის ემილიანოს კონტრაქტი სანახევროდ "ინტერსა” და "ჯენოას” ეკუთვნოდა. სწორედ ამ უკანასკნელის წილი შეიძინა "პალერმომ”.
ვივიანო მილანელებს გასული წლის ზაფხულში "ბოლონიადან” შეუერთდა და სწორედ ამ მომენტში შეიძინა "ჯენოამ” მეკარის კონტრაქტის ნახევარი, თუმცა, მომდევნო სატრანსფერო პერიოდში, გენუელებმა თავიანთი წილი სიცილიელებს მიყიდეს. ემილიანომ სეზონისწინა შეკრებაზე ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და "ინტერის” შემადგენლობაში ერთი თამაშიც არ ჩაუტარებია.
|