ბრაზილიური ინტერნასიონალის მცველმა ჟუან ჟეზუსმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ კარიერის გაგრძელებას იტალიაში აპირებს. 20 წლის ფეხბურთელი უახლოეს დღეებში მილანში ჩავა და ინტერთან კონტრაქტს გააფორმებს.
"შეთანხმება უკვე მიღწეულია. კონტრაქტს ხელს 7 ან 8 იანვარს მოვაწერ და ოფიციალური პრეზენტაციაც შედგება, – განაცხადა ჟუანმა.
ჟუან ჟეზუსი ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრების წევრია და უკვე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მოგებაც მოასწრო.
|